ტატუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა” – ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსასვენებლად დროულად მიიღონ ყველა ზომა, რათა ვერ მოახერხონ დანაშაულის კვალის წაშლა.

შავი ჩაი ასკილით

მისი ინფორმაციით, ცხინვალში გარდაცვლილი ქართველი სამედიცინო დაწესებულებაში დაღუპული მიიყვანეს, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.

„ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ არ დადგინდეს გარდაცვალების რეალური მიზეზები. სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ტატუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და გავრცელებული ცნობები, რომ შემდგომ გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“- აღნიშნა ლომჯარიამ.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ტაქსმა შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე დატოვა და 200 დოლარი გამოსძალა
„რა გაცინებს, ვერ გავიგე, გესვრი ახლა ამას!“ - გურანდა გაბუნია ნანიკო ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში ემუქრება (ვიდეო)
საშინელი კადრები - ავტობუსმა სკოლის მოსწავლეები გაჭყლიტა
"კალანდია სარალიძეს აკავებდა, რა დროსაც მას დანას ურტყამდნენ - ეს თანამონაწილეობა არაა?"
დაწერე კომენტარი