“გარდაცვლილი დედის დაბადების დღის გამო ჩავიდნენ დეიდაშვილები სტუმრად” – სუფსის ავარიის დეტალები

სუფსაში მომხდარი საზარელი ავარიის შესახებ გარდაცვლილი ექიმის არჩილ კვაჭაძის ერთ-ერთი ახლობელი საუბრობს:

“ის ჩვენი ყველას იმედი იყო… თუ ფიზიკურად, თუ სულიერად, – სტიქაროსნად მსახურობდა ეკლესიაში და ისეთ სიმშვიდეს ასხივებდა, მის დანახვაზე გულში სითბო ისედაც ჩაგეღვრებოდა. აჩიკოს დედა ადრე მოუკვდა და მამამისს მასთან ერთად კიდევ ორი ბიჭი დარჩა გასაზრდელი. ენა ვერ აღწერს რა შრომით და წვალებით გაზარდა ეს სამი ბიჭი მარტოხელა მამამ, ახლა კი უკვე ფეხზე დამდგარი ხელიდან გამოეცალა. 

სწორედ აჩიკოს გარდაცვლილი დედის დაბადების დღის გამო იყვნენ მისი საბრალო დეიდაშვილები – ძმები როყვები სტუმრად. დილით არჩილმა ისინი ურეკში წაიყვანა – გიორგი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. ეს უბედურება კი სუფსასთან მოხდა. როგორც ამბობენ, აჩიკო იჯდა საჭესთან, მაგრამ ის არც ნასვამი ყოფილა, არც დაღლილი, მაგრამ საშინელი წვიმა იყო და იმიტომაც მოუცურდა მანქანა ალბათ. ამბობენ, იმ მოსახვევში სხვა დროსაც მომხდარა საშინელი ავარიები… ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა, ადგილზე დამთავრდა ოთხივეს სიცოცხლე…

აჩიკოს ახალშერთული ცოლი ჰყავდა… დღე-დღეზე  უნდა იმშობიაროს მისმა მეუღლემ, ბიჭი ტყუპის დაბადებას სიხარულით ელოდა…  აჩიკოს დეიდაშვილ გიორგის კი სულ ერთი კვირის შერთული ჰყავდა ცოლი. ისიც ულამაზესი ბიჭი იყო და ისიც სხვა ადამიანებს შველოდა – ურეკის სამაშველო სამსახურში მუშაობდა…” – განუცხადა “კვირის პალიტრას” ოჯახის ახლობელმა.

“კვირის პალიტრა”

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი