გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც ბაღდათში მძარცველებმა სცემეს

პოლიცია ღამით

ბაღდათის სოფელ ფერსათში, დაახლოებით ერთი თვის წინ მძარცეველბის მიერ ნაცემი მამკაცი გარდაიცვალა.

80 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა ის დაზიანებები, რომელიც მას ცემის დროს მიაყეეს. მოხუცი მკურნალობას ამ დრომდე თერჯოლის კლინიკაში გადიოდა.

„პაციენტს აღენიშნებოდა ჰემორანგიული ინსულტი. მკურნალობის პროცესში ჩართული იყო ნევროპათოლოგი”,- ამბობს ექიმი.

გუგუცაძეების ოჯახს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. მათ მამაკაცს თავის არეში კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყეს, ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო

დაწერე კომენტარი