გარდაბანში ძლიერი ქარის მიერ გატაცებული მეთევზეების ძებნაში ვერტმფრენი ჩაერთო

ტბა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაში ძლიერი ქარის მიერ გატაცებული მეთევზეების ძებნაში ვერტმფრენი ჩაერთო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქე დაიკარგა.

​შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

უწყების ცნობით, ამჟამად, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ საქმეზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, მეთევზეების ნავი წყლის სიღრმეში ძლიერმა ქარმა გაიტაცა. 

loading...

პოპულარული

"პრმეიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ განიხილება, თემის გაჟღერება თაკო ჩარკვიანის პირადი აზრი იყო"- "ძალა ერთობაშია"
"ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი ვაშაძე პრემიერის პოსტზე არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული" - უდუმაშვილი
"ედპ-ის სახელით კოალიციაში პრემიერის პოსტზე მხარს დავუჭერ მხოლოდ რეალისტურ კანდიდატს და ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე" - ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის გეგმებზე
"ოპოზიციიდან ერთი პარტია 12 %-იანი, მეორე კი 3 %-იანია, ასეთ ვითარებაში, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა და გიორგი რურუას საკითხი მხოლოდ საბაბია"- კობახიძე
"ევროპა საქართველოდან წავიდა" - მეუფე იოანეს სკანდალური განცხადება (ვიდეო)
თამო ვარშალომიძე ორსულადაა- ვისგან აჩენს ბავშვს ქართველი სექს სიმბოლო(ვიდეო)
1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
"მცემეს... ძმაო, ასფალტზე მარტყმევინეს სახე" - ქუთაისში, პოლიციის მიერ მამაკაცის სასტიკი დაკავების კადრები
„ყველაზე სექსუალური ქალი საქართველოში“ - სოფია სებისკვერაძის ინტიმური ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს
დაწერე კომენტარი