ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გარბენი „თბილისი“ იმართება

გარბენი თბილისი

თბილისის მერიის ინიციატივით დღეს ფუძნდება და პირველად იმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გარბენში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ შორის, სპორტსმენებსაც.

გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

მონაწილეთა რეგისტრაცია ადგილზე 9:00-დან 9:30 საათამდე გაგრძელდება.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი არის თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც დღევანდელ გარბენში მიიღებს მონაწილეობას.

პოპულარული

თბილისში ჩინეთიდან მორიგი ავიარეისი ჩამოფრინდა - მგზავრები კორონა ვირუსზე არავის შეუმოწმებია
ლალი მოროშკინა თოვლში პენუარით პოზირებს - ფოტოები ინსტაგრამის გვერდიდან
ლევან ხაბეიშვილს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ფოტო/ვიდეო)
ახალი კანონი თურქეთში მამაკაცებს არასრულწლოვანი გოგოების გაუპატიურების უფლებას მისცემს
დაწერე კომენტარი