გაოგნებული ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო, ეს მკაფიო სიგნალია – მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

ადვოკატი.jpg

“გაოგნებული ვართ იმით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვევებს იძიებდა, საკანონმდებლო დონეზეა გაუქმებული” – ეს განცხადება უკრაინელმა ადვოკატმა, ვლადისლავ გრიშენკომ რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება თანამდებობის პირებისთვის მკაფიო სიგნალია.

“ჩვენ გაოგნებული ვართ იმ ინფორმაციით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დაკავებული იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვევების გამოძიებით და აფიქსირებდა ამ დარღვევებს, საკანონმდებლო დონეზე არის გაუქმებული. ეს რა თქმა უნდა საქართველოს შიდა საქმეა, მაგრამ საკმაოდ მკაფიო სიგნალია უკრაინისთვის და ყველა თანამდებობის პირისთვის”, – აღნიშნა ვლადისლავ გრიშენკომ.

მანვე უკრაინის პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, შემდეგ, რაც უკრაინული მხარე საქართველოს პროკურატურას მიმართავს და შეთანხმება შედგება, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესაფასებლად საქართველოში ექიმები და ექსპერტები ჩამოვლენ.

“უკრაინელი სამართალდამცავები ასევე მიმართავენ საქართველოს პროკურატურას და როდესაც შეთანხმება შედგება, შემდეგ ჩამოვა ექიმთა ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად, ასევე, სასამართლო მედიცინის ექსპერტები, რომლებიც მისთვის მიყენებულ ზიანს შეაფასებენ”, – თქვა ვლადისლავ გრიშენკომ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი