განზრახ მკვლელობა – 46, გაუპატიურება – 50, ყაჩაღობა 156, ქურდობა-10240, ძარცვა-207 – როგორია ექვსი თვის სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა და 55.81%-ია.

უწყების ცნობით, 2018 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობა 33 054 -ია. მათგან გახსნილია 35.67%. გასული წლის ამავე პერიოდში 21 214 დანაშაულია რეგისტრირებული.

2018 წლის პირველ ექვს თვეში, ყველაზე მეტი დანაშაული 13 256 საკუთრების წინააღმდეგ არის ჩადენილი. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა 10240 ქურდობის, 207 ძარცვის, 156 ყაჩაღობის, 1008 თაღლითობის, 71 გამოძალვის, 909 ნივთის დაზიანების, 665 სხვა დანარჩენი ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქურდობის შემდეგ, 2018 წლის იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი – 6311 დანაშაული – ჯანმრთელობის წინააღმდეგაა ჩადენილი, აქედან ოჯახში ძალადობის 2939, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 116, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების 156, სხვა დანარჩენი 3100 ფაქტი.

სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილია 1355 დანაშაული, აქედან განზრახ მკვლელობა – 46, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – 16, მკვლელობის მცდელობა – 80, თვითმკვლელობამდე მიყვანა – 1082.

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილია 222 დანაშაული, აქედან გაუპატიურება – 50, ხოლო სხვა დანარჩენი – 172.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 1476 დანაშაული, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 39 დანაშაული. ამასთან, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ რეგისტრირებულ დანაშაულთა არცერთი მათგანი გახსნილი არ არის.

პოპულარული

პრემიერი აღიარებს, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობაში ვეღარ მოვა - ბახტაძე კოალიციურ მთავრობაზე ალაპარაკდა
გახარია გუნდის ხერხემალი თუ თავის ტკივილი - ბახტაძე ამბობს, რომ "ოცნებაში" სკამს არავინ გამოეკიდება
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად იქნება შესაძლებელი - ახალი ინიციატივა
"ნაზიბროლას ზნეობა არ გააჩნია"... "ამიერიდან დაგიძახებთ მაფიას"- მწვავე დაპირისპირება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე
"ვიღაცას უნდა, ძალიან გულწრფელ პროტესტს მისცეს ორგანიზებული აჯანყების ფორმა და გახარიას დანაშაული სხვებს გადააბრალოს"- ბაჩუკი ქარდავას დაკითხვა დასრულდა
ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
"გადაცემაში ტრუსი არ მეცვა, სასქესო ორგანოს ვანიავებდი და ვაქანავებდი..." - პაატა თედიაშვილის სკანდალური ისტორიები "ფარულ კონვერტში" (ვიდეო)
16 ივლისის ასტროლოგიურგი პროგნოზი
დაწერე კომენტარი