“ზურაბიშვილი მიმტკიცებდა, რომ სახელმწიფოს გადარჩენის გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია, ანუ აფხაზეთზე უარის თქმა იყო”

სალომე ზურაბიშვილი-ირაკლი ოქრუაშვილი

დავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:

სალომე ზურაბიშვილს კარგად რომ არ ვიცნობდე და დღემდე ამდენი მავნებლური რამ რომ არ ეთქვა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, კიდევ არაფერს ვიტყოდი მასზე.
ეს ქალბატონი თავისი აზროვნების უნარით, გონიერებით, მსოფლმხედველობით და არტიკულაციით არის ემზარ კვიციანის კლონი თუ პროტოტიპი. იშვიათად შეხვდები ”პარიზში აღზრდილ” ადამიანს, რომელიც იმავდროულად პროვინციალიზმის ამხელა დოზით იყოს გაჟღენთილი. ის, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოში დარჩენილ ყველა ქართველს ზემოდან გვიყურებს, როგორც ცისფერსისხლიანი პლებეებს და ყველა აქ დარჩენილ/დაბადებულს კომკავშირის პირმშოებად აღგვიქვამს, ეს ჩემთვის ახალი არაა, რადგან ასეთი რამ საფრანგეთში ხუთწლიანი ცხოვრების მანძილზე ბევრი ”მისნაირი” ქართველისთვის შემიმჩნევია. არასოდეს დამავიწყდება ცხრა წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ პარიზში შეხედრისას თუ როგორ მიმტკიცებდა, რომ ქართული სახელმწიფოს გადარჩენის და განვითარების ერთადერთი გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია ანუ აფხაზეთზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა იყო. ეჭვი არ მეპარება, დღემდე იგივეს ფიქრობს. სწორად დაუდია ივანიშვილს ფსონი და ”სწორი არჩევანი” აქვს გაკეთებული მასზე. ეჭვია არც იმაში მეპარება, რომ ისიც ასე ფიქრობს. როგორც ამბობენ ფერი ფერსაო. ეხლა თქვენზე დამოკიდებული გააკეთებთ თუ არა არჩევანს ადამიანზე, რომელიც არჩევამდე უკვე იმსახურებს მინიმუმ მავნებლის სახელს. მძინარე ცხინვალი გაგვიღვიძებია თურმე მას რომ ჰკითხოთ.

 

loading…

პოპულარული

"ვალების განულების გადაწყვეტილებას ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბის სახე აქვს" - სამართლიანი არჩევნების სკანდალური კვლევა
„ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო და ყველა უბედურების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს“ - გიორგი ვაშაძე ექსპრემიერის ინტერვიუს აფასებს
"ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
აფეთქება სოფელ ხეთაში - დაშავებული 66 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
"შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა" - ფინანსთა მინისტრი
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბებიის, ბელა მირიანაშვილის სახე გააცოცხლა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი