“განაწამები დედა ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა, ვერ ვუშველეთ, სოფო მოკლეს…”

საბერძნეთში, ქალაქ ათენში მომხდარ სასტიკ მკვლელობას ქართველი ემიგრანტი, ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე  დარეჯან ღამბაშიძე ეხმაურება. მან “2020NEWS”-თან მოკლული ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტის, 22 წლის სოფო წიკლაურის გაცნობის შესახებ უთხრა:

“სოფო სამი წლის წინ გავიცანი. ახალგაზრდა გოგონას ჭკვიანი, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა დავხმარებოდი, ვთხოვე მოსულიყო ჩვენს “ქართულ სახლში“ – დამპირდა მოვალო. თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა… ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა, ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“ დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება, იმედი და ყველა მისი საიდუმლო. ბავშვივით გავშრი… სოფო დავკარგეთ. ალბათ უკანასკნელად, ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. ვერ ვუშველეთ, სოფო მოკლეს…. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს. ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის. ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება. ვერაფერს ვშველით…” – ამბობს დარეჯან ღამბაშიძე.

საბერძნეთში 22 წლის ქართველი ემიგრანტი 11 ოქტომბერს მოკლეს. სოფო წიკლაურს ერთი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მკვლელობის დეტალები უცნობია.

“2020NEWS”

პოპულარული

"ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ხდებოდა..." - რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე(ვიდეო)
"ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით...ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ" - რას წერდა ავარიაში დარუპული არჩილ კვაჭაძე მეუღლეს
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ვერ ვასრულებ დანაპირებს და ძალიან ბევრს ვტირი, ბოდიში რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ, მეშინია..." - ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი