“გამყიდველს წვრილად მოუყვა, პატრიარქი უნდა მოვწამლო ამითო”

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მას უცვლელად:

cyc

“ადამიანის ბერლინში მოწამვლა რომ გინდა და თბილისში რომ დაიწყებ საწამლავის ძებნას. თან, ათასობით გადასატანად ლეგალური ლეტალური ნივთიერებიდან (საავადმყოფოს დირექტორი რომ ხარ და სეიფში გიწყვია) მაინცდამაინც ბრუნვიდან ამოღებულ კალიუმ ციანიდს რომ მოინდომებ.
ჯეიმს ბონდის სცენარიდანაა, აგატა კრისტის რომანიდან თუ 21ე საუკუნის გამოძიებიდან ეს საოცრება?
ps: არ დაგვავიწყდეს: კალიუმ ციანიდი ბოლოს მაინც მოიპოვა და გამყიდველს წვრილად მოუყვა, პატრიარქი უნდა მოვწამლო ამითო”

რეკლამა

დაწერე კომენტარი