გამსახურდია ეპისკოპოსის მოულოდნელად გარდაცვალებაზე – “მას ჰქონდა სინოდში გარყვნილების შესახებ ინფორმაცია”

საქართველოს პირველი პრზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია, ეპისკოპოს იასონ წამალაიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“დღეს დილით ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, რომელსაც ასევე ჰქონდა სინოდში გარყვნილების შესახებ ინფორმაცია, გარდაცვლილი უპოვიათ! რაღაც საშინელება ხდება…” – წერს ცოტნე გამსახურდია.

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარ სახლთან ახლოს, გარდაცვლილი იპოვეს. იასონ წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.

დაწერე კომენტარი