„გამსაღებელთა სამუდამო პატიმრობა, მაღალი საპატიმრო სასჯელი” – მმართველი გუნდის წევრები ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრობენ

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობაში ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ისინი თანხმდებიან, რომ სახელმწიფო მკაცრი უნდა იყოს ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებთან დაკავშირებით, ხოლო შედარებით ლოიალური იყოს მომხმარებლების მიმართ.

„ეს მთავარი პრინციპი არის, რომ ადამიანის მიმართ იყოს ლოიალური, მაქსიმალური ყურადღება, ყურადღებით იყოს სახელმწიფო და მაქსიმალური სიმკაცრე იყოს გამოჩენილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ავრცელებს, ან ყიდის ნარკოტიკებს. პრინციპი ერთია, ხედვები, მიდგომები ამ პრინციპების მისაღწევად არის განსხვავებული რაზეც ვიმსჯელებთ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ აფთიაქიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინების აღსაკვეთად საკანონმდელო ბერკეტები უნდა გაძლიერდეს.

„გამსაღებელთა სამუდამო პატიმრობა, მაღალი საპატიმრო სასჯელები რჩება, პლუს ემატება, აფთიაქიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინების საკანონმდელო ბერკეტები, რომელიც ამ გადინებას შეაჩერებს,“- განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

იტვირთება…

პოპულარული

ცარიელი სკამი პრინცი ჰარის ჯვრისწერაზე - შვილმა გარდაცვლილ ლედი დიანას პატივი მიაგო (ფოტო)
„ხელვაჩაურში 25 ლარად ნაყიდი პერანგი, H&M-ის ახალ კოლექციაში დამხვდა 89.99 ლარად...“ - ბიზნესი ქართულად
საუკეთესოდ ჩაცმული სტუმრები სამეფო ოჯახის ქორწილზე (ფოტოები)
დედოფალი ელიზაბედ მეორე პრინცი ჰარის ქორწილში და მისი სამოსი სამეფო ოჯახის სხვა ქორწილებზე (ფოტოები)
დაწერე კომენტარი