„ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს“ – ამირან გამყრელიძე

ამირანი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის სტატისტიკაზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო 10 დღეა საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს დაინფიცირებულთა რიცხვს.

„დღევანდელი რიცხვით საქართველოში გამოკვლეულია 45 707 შესაძლო შემთხვევა, აქედან დადასტურებულია 723. აქედან დღეს დილისთვის აქტიური შემთხვევა, ვინც იმყოფება სტაციონარებში და გადის მკურნალობას არის 216, გამოჯანმრთელებულია 495, ანუ 68%, რაც კარგი ინდიკატორია. ჩვენთან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა სერიოზულად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო 10 დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ასევე დამაიმედებელი ინდიკატორია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაწერე კომენტარი