“გამოსავალი არ ჩანს, ქვეყანა სიღარიბიდან სიღატაკისკენ მიდის”

სამსახურის საძიებლად ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი საკმაოდ მაღალია. ბოლო 2 წელიწადში მიგრაციის სალდო სწრაფად გაუარესდა. ვიზალიბერალიზაციამ იმ ადამიანებსაც გაუღვივა სამუშაოს საძებნელად წასვლის სურვილი, რომლებიც ადრე არ ფიქრობდნენ ქვეყნის დატოვებას. ამას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც. 2016 წელს ქვეყანაში შრომისუნარიანი მოსახლეობა 0.6%-ით შემცირდა. დემოგრაფიას რომ თავი დავანებოთ, საქართველო ეკონომიკურადაც ზარალობს.

მაგალითად,  საქართველოდან მარტო შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 44%-ით გაიზარდა.

თუ 2016 წელს თავშესაფარი 465-მა მოქალაქემ მოითხოვა, 2017 წელს 670 მიმართვა დაფიქსირდა.

საგრძნობლად გაზრდილია საფრანგეთში წასვლის მსურველთა რიცხვიც.

გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ქვეყნიდან სამუშაოსა და თავშესაფრის მაძიებელი შრომისუნარიანი ადამიანი მიდის.

პოლიტოლოგები და ექსპერტები ამ ყველაფერს მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებენ, რაც წლებია ქვეყანაში არ შეცვლილა და უარესობისკენ იცვლება.

“როდესაც სოციალური მდგომარეობა სიღარიბიდან სიღატაკისკენ მიდის, ბუნებრივია, რომ ადამიანები ტოვებენ საკუთარ ქვეყნებს. სამწუხაროდ, ეს ჟამი დაუდგა ჩვენს მოსახლეობას და არც გამოსავალი ჩანს. ჩვენი ხელისუფლება რაც უფრო მალე მოვა გონს, საქართველოდან ტოტალური გაქცევა მით უფრო მალე დასრულდება”, – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას.

loading…

პოპულარული

ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
3 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება - ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ
დაწერე კომენტარი