„გამომიშვით აქედან, ბნელა!“ – მიცვალებულის ხმა კუბოდან

სიცოცხლეში ირლანდიელ შეი ბრედლის ძალიან უყვარდა ხუმრობა. სიკვდილის წინ, მან გამოსამშვიდობებელი აუდიო ჩაწერა, რომლის ჩართვა გასვენების დროს მოითხოვა. 

დაკრძალვის დროს, ბრედლის ნათესავები მისი კუბოს ირგვლივ შეიკრიბნენ, როდესაც უცებ გაიგონეს ნაცნობი ხმა – „გამარჯობა. გამომიშვით აქედან, საშინლად ბნელა აქ“. 

რა თქმა უნდა ეს ჩანაწერია. როგორც ჩანს, მეგობრები და ნათესავები მსგავს ხუმრობას მისგან ელოდნენ და ცრემლები მალევე ჩაანაცვლა სიცილმა. 

დაწერე კომენტარი