“გამოვისყიდოთ ეს ტერიტორია” – გიორგი ვაშაძე საყდრისი გადარჩენის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

საყდრისის დაცვის კომიტეტი ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს და იმ საჯარო აუქციონის გაუქმებას ითხოვს, რომელზეც 16 ჰექტარი ტყის მასივი 15 000 ლარადაა გამოტანილი.

ნაკვეთი უშუალოდ საყდრისს ემიჯნება და მისი გრძელვადიანი იჯარით აღებაც სავარუდოდ, ოქროს მომპოვებელ კომპანიას საკუთარი საქმიანობის გასაფართოებლად სჭირდება.

ამასთან სამოქალაქო აქტივისტები დმანისის გადარჩენის ფონდს ქმნიან, რომელიც შეეცდება აუქციონში ჩაერთოს, იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკის სამინისტრო უარს იტყვის პროცესის შეწყვეტაზე. საყდრისის დაცვის კომიტეტი პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს გაერთიანებისკენ და ერთობლივი გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

„გამოვისყიდოთ ეს ტერიტორია როგორმე, რომ გავაჩეროთ ის კატასტროფა, რაც ხდება ბოლნისში. რა შემოსავალი შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლის ფასი. ბოლნისი სოფლის მეურნეობით განვითარებულია და ამას ვჭამთ ჩვენ-თბილისში იყიდება და სხვა რეგიონებში იყიდება ის სოფლის მეურნეობის პროდუქტი რაც იქ წარმოებს. კონკრეტული ინიციატივა რაც ჩვენ გვაქვს, შევქმნათ დმანისის გადარჩენის ფონდი, რომელიც ამ აუქციონში მიიღებს მონაწილეობას. პირველად სამიათას ლარს ჩვენ დავაორგანიზებთ და შევიტანთ ტენდერში მონაწილეობისთვის და შემდგომ უკვე ყველას მოვუწოდებთ ჩავრიცხოთ თანხა ფონდში, რომ გამოვისყიდოთ ან იჯარით ავიღოთ ეს ტერიტორია,“-განაცხადა ვაშაძემ.

loading…

პოპულარული

ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
3 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება - ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ
დაწერე კომენტარი