“გამოვეცით რამდენიმე წიგნი… შევისყიდეთ კლარნეტი…ხელი მოვაწერე რამდენიმე კანონს” – პრეზიდენტობის სამი კვირა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემამდე პრეზიდენტობის სამ კვირაში გაკეთებულ საქმეებზე ისაუბრა. 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ნელ-ნელა ეჩვევა ორბელიანის სასახლეს. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაწყებულია რეორგანიზაცია და თავად დაკავებულია გუნდის დაკომპლექტებით. მისივე თქმით, ამ სამი კვირის განმავლობაში დაიწყო რეგიონებში გასვლა: 

„პირველი გასვლა იყო სამეგრელოში, ასევე ვიყავით ენგურის ხიდზე, რაც ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო. რუხის საავადმყოფო დავათვალიერეთ, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ჯერ კიდევ არაა ამოქმედებული”.

ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ფონდში დარჩენილი თანხა საახალწლო ღონისძიებებისთვის და სხვადასხვა საჭიროებებისთვის გამოიყენეს. 

„ერთია, გამოვეცით რამდენიმე წიგნი –  შშმ მიმოზა ცანავას ერთტომეული, გურამ დოჩანაშვილის წიგნის მესამე ტომი. ასევე ჟურნალი „ხიდი“, რომელიც არის ოკუპირებული ტერიტორიების და აფხაზ ძმებთან ნდობის აღდგენისთვის. 6 თვის გამოცემა დავაფინანსეთ. ასევე, ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შევისყიდეთ კლარნეტი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, მაგრამ მფლობელობაში დროებით გადაეცემა ამ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც ეს სჭირდება. გადაცემის ცერემონიაზე მოვიწვევთ და ვუსურვებთ დიდ წარმატებას. ასევე ხელი მოვაწერე რამდენიმე კანონს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილი

პოპულარული

შოკისმომგვრელი ფაქტი - 13 წლის დები ძმისგან დაორსულდნენ, დედამ იცოდა და ბიჭს ხელს აფარებდა
გინესის რეკორდსმენი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი ჟიზელი 39 წლის გახდა(ფოტოები)
"გაოგნებული ვუყურებდი, როგორ რისკავდი იმიჯით, შვილებით, ცოლით, სიცოცხლით...თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი" - მაიკო ლომიძე
"ქიბარ ხალვაში "რუსთავი2-ში" იყო შემთხვევით და ფორმალურად" - ბიძინა ივანიშვილის აღიარება (ვიდეო)
დაწერე კომენტარი