გამოდით, ყველა ერთად შევხვდეთ სიყვარულით სავსე ქალაქში – რესპუბლიკის მოედანზე გალა კონცერტისთვის ემზადებიან

დედაქალაქი საახალწლო ზეიმისთვის ემზადება. ზუსტად 23:00-ზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა კონცერტის პირველი შემსრულებლები სცენაზე გამოვლენ. მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ღია ცის ქვეშ შეხვდნენ 2019 წელს, დაუვიწყარი კონცერტი ელოდებათ. ქუჩაში შეკრებილ მოქალაქეებს მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო სოფელიც დახვდებათ.

გალა კონცერტის მონაწილეები მოქალაქეებს გრანდიოზულ შოუს ჰპირდებიან. ადგილზე მოწყობილია სამი სცენა, რომელიც სხვადასხვა გემოვნების მსმენელზეამორგებული.

“სამი სცენა არის იმიტომ, რომ ერთი არის კლასიკური სცენა ორკესტრთან ერთად და ძალიან მიხარია, რომ ჩამოვიდა „ნიუ-იორკ ვოისი” და ისინიც შემოგვიერთდებიან. მეორე სცენა არის საზეიმო განწყობის და მესამე არის ინტიმური და ყველაზე უფრო საინტერესო სცენა. სადაც იქნება “ჯინგლ ბელსები,” სადაც იქნება საშობაო განწყობა და აქედან მიულოცავენ. მე ვფიქრობ საინტერესო შოუს შევთავაზებთ მაყურებელს,“-განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა.

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია ამბობს, რომ როგორც მაყურებელს ასევე ადგილზე მისულ მსმენელს განსხვავებული საღამო ელოდება. 

“გამოდით ვინც სახლშია ახლა, უნდა გამოვიდეს და ყველა ერთად შევხვდეთ სიყვარულით სავსე ქალაქში,”-განაცხადა სოფო ხუნწარიამ. 

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
რა უთხრა ადვოკატს 4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედამ
დაწერე კომენტარი