“გამოდით და დამაჯერებლად უთხარით მოსახლეობას კონკრეტული გეგმა ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით” _გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, დღეს კომენტარი გააკეთა ლარის კურსთან დაკავშირებით. პოლიტიკოსმა მთავობას კონკრეტული მოქმედების გეგმის არჩევისაკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით ამ ნაბიჯით მთავრობა ლარის კურსის ვარდნით გამოწვეულ პანიკას შეამცირებს. მან ასევე 2008 წლის ომის დროინდელი ალგორითმიც ახსენა, და მოუწოდა მთავრობას მისი ამოქმედებისკენ.

“გამოდით და დამაჯერებლად უთხარით მოსახლეობას კონკრეტული გეგმა ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით, რათა დაამშვიდოთ ყველა და ეს არ იყოს დამატებითი წნეხი ქართულ ეკონომიკაზე და ოჯახებზე, რომელიც არის. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ალგორითმი, არსებობს 2008 წლის ომის დროს მოქმედების ალგორითმი და შეიძლება გამოყენებული იქნას, ჩვენ გვახსოვს რომ ლარი არ გაუფასურებულა ასე მძიმედ მაშინ. დიახ, ახლა არის დამატებითი ფაქტორები, მთელს მსოფლიოშია პრობლემა, მაგრამ სწორედ მთელს მსოფლიოში პრობლემა არ უნდა იწვევდეს ლარის ასე გაუფასურებას.”_განაცხადა ვაშაძემ

პოლიტიკოსმა ბიზნესმენესაც მოუწოდა გააქტიურებისკენ. მან თქვა რომ აუცილებელია ბიზნესმენებმა მტავრობას შესთავაზონ სამოქმედო გეგმა. გააგებინონ თუ რითი შეუძლიათ დახმარება.
” რაც შეეხება ​ბიზნესს და რას მეობნებიან ბიზნესმენები, ისინი საუბრობენ ფიქსირებულ კურსზე, საუბრობენ სავალუტო გადახურდავების შეზღუდვაზე, ანუ მაგალითად გადახურდავდეს მხოლოდ ის დოლარი რომლითაც უნდა შემოვიდეს პირველადი მოხმარების საგნები ქვეყანაში. მე მოვუწოდებ ბიზნეს სექტორსაც , იყავით უფრო აქტიური, ეკონომიკა ხართ თქვენ, თქვენ ქმნით ეკონომიკას და თქვენს აზრს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ახლა. დაუკავშირდი ხელისუფლებას, დაჯექით მათთან ერთად, უბრალოდ საუბრისთვის არა, თქვენი მოსაზრებები თქვით, როგორ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ლარის კურსის გამყარებაში, იმიტომ, რომ თუ გაუფასურდა პირველ რიგში თქვენ, ქართულ ბიზნესს, ქართულ ეკონომიკას დაგარტყამთ. “_თქვა მან.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი - ჩინელი მეცნიერებმა ზუსტი ტემბერატურა დაადგინეს
დაწერე კომენტარი