“გამოაქვეყნონ, თუ რამის გამოქვეყნება უნდათ, მერე გავცემ პასუხს” -ზაზა სარალიძემ გვარამიასა და სააკაშვილს შორის საუბრებზე არაფერი იცოდა

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია გვარამიასა და სააკაშვილს შორის არსებულ საუბრებზე. ასევე, არ იცის, აპირებენ თუ არა მასთან დაკავშირებით რაიმე ჩანაწერის გამოქვეყნებას:

“არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ რამეს გეგმავდნენ. არ ვიცი აპირებენ თუ არა რამის გამოქვეყნებას, მაგრამ გამოაქვეყნონ, თუ რამის გამოქვეყნება უნდათ და მერე გავცემ პასუხს” – განუცხადა “პრაიმტაიმს” ზაზა სარალიძემ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოსაქვეყნებლად მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერს ამზადებს.

“რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ. ამაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს. დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პატარა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას ვისთანაც მიმაჩნია, რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით”, -განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, საუბარი მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ზაზა სარალიძეს და იმ გეგმას ეხება, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.

“დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების, გინდა მიშასთან, გინდა სხვასთან. და მათ შორის ის საკითხები, როგორ დავხმარებოდით მას აქციებში. როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. იმიტომ, რომ ჩვენს გარდა დამხმარე არ ჰყავს არავინ ამ ქვეყანაში” – განაცხადა “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა.

primetime.ge

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
დაწერე კომენტარი