გამიხარდა კახა კალაძის განცხადება განცხადება…მან თქვა, რომ ამ პრობლემას… – მარიშკა ჯავახაძე

„ძალადობის სურვილი ვისაც უჩნდება, არის თანაგრძნობის ნაკლებობა, რომლის განცდაც ადამიანებს არა აქვთ”, – ამის შესახებ მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ გადაცემა „რეაქციაში” ცხოველებზე ძალადობასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა. როგორც მსახიობმა დასძინა, აღნიშნული მიმართულებით საქართველოში კანონი არ არის ძლიერი.  

იზრუნე ჯანმრთელობაზე

„სამწუხაროდ, ჩვენი კანონი არ არის იმდენად ძლიერი, რომ რეალურად დასაჯოს დამნაშავეები. მე თქვენი პოსტი (ინგა გრიგოლიას განცხადება) რომ ვნახე იმედი გამიჩნდა, რადგან მივხვდი, რომ მარტო აღარ ვარ. მე ზუსტი ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რომ ცხოველთა დამცველებმა კერძოდ, სოფო ჯიბუტმა და თინა ჭავჭავაძემ გუშინწინ შეიტანეს კანონპროექტი პარლამენტში 259 – ე მუხლის გამკაცრების მოთხოვნით.

არ ვიცი როგორ უნდა ისჯებოდნენ, თუმცა მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო აშშ, სადაც ფედერალური ბიურო იძიებს ცხოველთა წამების ფაქტებს და ეს პირველი დონის დანაშაულად ითვლება, რომელიც უტოლდება ადამიანის მკვლელობასა და ყაჩაღობას. არ ვიცი საქართველოს როგორ მოერგება, ეს იურისტების კომპეტენციაა, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ კანონი გასამკაცრებელია. სხვათაშორის თქვენს გადაცემაში ვუსმინე კახი კალაძეს და გამიხარდა მისი განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მიხედავს ამ პრობლემას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ამ პრობლემას მიხედავს. მუნიციპალიტეტს 3 800 000 აქვს გამოყოფილი ცხოველთა მოვლა-პატრონობისთვის. ამ თანხიდან ცხოველთა მოვლას მხოლოდ რამდენიმე ათასი ლარი ხმარდება. მიხარია, რომ ნელ-ნელა პოლიტიკოსებმა ხმამაღლა დაიწყეს ამაზე საუბარი. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, – „რატომ ცხოველები და რატომ არა ადამიანები?”, მაგრამ ჩემთვის ეს ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, ჯაჭვური რეაქციაა, რადგან დღეს თუ შენ დაუცველ ლეკვს აწამებ, ხვალ, ალბათ, ადამიანიც არ შეგეცოდება და არ დაგენანება მოსაკლავად და საწამებლად. რეალურად, ყველაზე დაუცველი არსებები ცხოველები არიან. უფრო კეთილშობილნი ხდებიან ადამიანები, რომლებიც ცხოველებზე ზრუნავენ. ცხოველზე თუ ზრუნავ, იქ აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანზეც ზრუნავ, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ეს არის ერთ-ერთი ის საქმე, რომელიც აკეთილშობილებს ადამიანს. ბავშვები უნდა გავზარდოთ სწორედ ცხოველების მიმართ სიყვარულით და რა თქმა უნა, ადამიანების მიმართ სიყვარულით”, – განაცხადა მარიშკა ჯავახაძემ.

loading…
გააკეთე კომენტარი!