“გამიშვით, პირბადეები სადა გაქვთ” – ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა

სალომე

“ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს, თუ დღემდე არ იცით.. კიდევ რა გაქვთ კითხვები, საინტერესოა. გამიშვით, პირბადეები სადა გაქვთ, პირბადეები სადა გაქვთ”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს. 

სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი არც პოლიტპატიმრების შეწყალების თემაზე გააკეთა და არც დასავლეთის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა. 

პრეზიდენტი დილიდან სიონის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ნიკოლოზობასთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო, რომელსიც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა აღავლინა. 

დაწერე კომენტარი