გლდანის რაიონში ელექტროპანდუსი დამონტაჟდა

გლდანის გამგეობა

თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გლდანის მე-2 მ/რ-ის N45 კორპუსის II სადარბაზოს ადაპტირება განხორციელდა. აღნიშნულ მისამართზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ელექტროპანდუსი მოეწყო.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

პროექტი გლდანის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 26 600 ლარი გამოიყო.

ელექტროპანდუსის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივან გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო.

loading…
გააკეთე კომენტარი!