გამგებელმა შობა-ახალი წელი ავტობუსის ქალ მძღოლს მიულოცა

შობის დღესასწაული მიულოცეს მარგალიტა ნაროუშვილს: გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ, მოადგილემ ზურაბ ქაშიაშვილმა და შ.პ.ს. თბილისის სატრასპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა.
მარგალიტა ნაროუშვილს შობა მაშინ მიულოცეს, როდესაც იგი მუშაობდა და მოქალაქეები გადაჰყავდა. იგი ავტობუსის ერთადერთი ქალი მძღოლია, რომელიც შ.პ.ს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობს. გარდა ამისა,მარგალიტა ნაროუშვილი არის გლდანის რაიონის მაცხოვრებელი, რომელიც თავის მოქალაქეობრივ ვალს აქტიურად ასრულებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ქალბატონი მარგალიტა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა და თანამაცხოვრებლების კეთილდღეობაზეც ზრუნავს. სწორედ,ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მისთვის განსაკუთრებულად მიელოცათ შობა-ახალი წელი.
გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ მას: საშობაო ნობათი გადასცა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დღეგრძელობა უსურვა, ხოლო ავტობუსის მგზავრებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი