გლდანის რაიონის გამგებელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა

გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე მოადგილეებთან ლევან ნაროუშვილთან , ზურაბ ქაშიაშვილთან და ნანა ციმაკურიძესთან ერთად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 11 თავმჯდომარეს შეხვდა და პირადად გააცნო მათ მიერ შემოტანილი განცხადებების შესახებ დადებითი გადაწყვეტილებები. 2017 წლის იანვრის ამ პერიოდისთვის, სულ შემოტანილი განცხადებებიდან, 16 განცხადება დაკმაყოფილდა. აქედან, 10 განცხადება ბრტყელი სახურავის რეაბილიტაციის შესახებ, 1 ლიფტის და 1 სართულ შორის ნაპრალების რეაბილიტაციის შესახებ, აგრეთვე 2 განცხადება შიდა წყალკანალიზაციის პრობლემების მოგვარებს შესახებ, 1 განცხადება ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირება და 1 განცხადება სენსორული განათების მონტაჟის თაობაზე დაკმაყოფილდა. ჯამში, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოების თანადაფინანსებისთვის გამოიყო 116353,25 ლარი, რომელიც ხელშეკრულების დადებიდან 2 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

cyc

შეხვედრის განმავლობაში, გამგებელმა ასევე მოისმინა თავმჯდომარეების ხედვა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით.

რეკლამა

დაწერე კომენტარი