გამაფრთხილა, არ თქვა, რომ ქართველი ხარ, რუსულად ილაპარაკეო” – რას ჰყვება მეგზური, რომელმაც ჩატაევი საქართველოში შემოიყვანა?

გამაფრთხილა, არ თქვა, რომ ქართველი ხარ, რუსულად ილაპარაკეო”, – რას ჰყვება მეგზური, რომელმაც ჩატაევი საქართველოში შემოიყვანა? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიას აქვეყნებს.
“კვირის პალიტრა” ექსკლუზიურად მოპოვებულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მკითხველს ჩატაევის საქართველოში შემოსვლის ოპერაციის დეტალებს სთავაზობს.
როგორც გამოცემა წერს, ოქტომბრის მიწურულს (სავარაუდოდ, 25 ოქტომბერს) ხოფაში აჰმედ ჩატაევი საქართველოდან ჩასულებს შეხვდა.
“როცა ბინაში შევედით, იქ აჰმედ ჩატაევი დაგვხვდა. დივანზე იჯდა. ძალიან გამიკვირდა, რადგან დიდი ხნის მკვდარი მეგონა, გაკვირვება შევატყვე ჩემს თანმხლებ პირსაც. მითხრეს, სწორედ ჩატაევია ის, ვინც უნდა გენახათო. ტელეფონი ამოვიღე და მაგიდაზე დავდე, თქვენთან გამომატანეს-მეთქი. რადგან უკვე გვიანი იყო, სასტუმროში წასვლა გადავწყვიტეთ. თუმცა ჩატაევმა მოულოდნელად გვითხრა, ვერსად ვერ წახვალთ, აქ უნდა დარჩეთო. ვიფიქრე, არ გვენდობა-მეთქი და სხვა რა გზა გვქონდა. იმ ღამეს ვკითხე, თქვენთან რატომ გამოგვგზავნეს-მეთქი და უცებ მიპასუხა, ერთი საქმე უნდა გააკეთოთ და მერე გაგიშვებთო. მას მერე ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ტელეფონით საუბრობდა ვიღაცასთან. მეორე დილით გვითხრა, ერთ კაცს ველოდებიო. მხოლოდ შუადღისას გავიგეთ, რომ ის კაცი აღარ მოვიდოდა და ამის გამო კიდევ ერთი ღამის გათენებამ მოგვიწია ჩატაევის სახლში. მხოლოდ ღამით გვითხრეს, რომ პირი, რომელსაც ჩატაევი ელოდებოდა, საქართველოდან უნდა ჩამოსულიყო”, – იხსენებს შეხვედრის მონაწილე.
როგორც “კვირის პალიტრა” წერს, ხოფაში აჰმედ ჩატაევი მარტო არ ყოფილა. სახლში მის გარდა მისი მეგობარი ალი იმყოფებოდა მეუღლითურთ, რომელიც, ფაქტობრივად, ოთახიდან არ გამოსულა. ჩატაევს ასევე თან ახლდნენ თანამებრძოლები, აბუ-ჰურეირა და კიდევ ვინმე აბდურჰამანი. მესამე დღეს ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომელსაც ელოდა ჩატაევი, უკვე ხოფაში იყო და აჰმედ ჩატაევი მასთან ერთად თურქეთ-საქართველოს საზღვრისკენ აპირებდა გამგზავრებას.

შავი ჩაი ასკილით

“როცა აჰმედ ჩატაევმა მითხრა, მანქანა მოვიდაო, არ უთქვამს, ვინ იყვნენ შიგ მსხდომნი, თუმცა გამაფრთხილა არ თქვა, რომ ქართველი ხარ, რუსულად ილაპარაკეო (რუსული კარგად ვიცი). აბუ-ჰურეირამ მომცა რუკა და მომინიშნა ის ადგილი, სადაც უნდა მივსულიყავით. ამასთანავე, მითხრა ავტოსადგომზე 20 წუთი მოიცადეთ და მერე დაიძარით. ჩვენ უკან გამოგყვებით მეორე მანქანით და წინ თუ შენიშნავთ პოლიციას, სასწრაფოდ გაგვაფრთხილეთო. მანქანაში, რომელშიც მე ვიჯექი, კიდევ ორი კაცი იჯდა, მთელი გზა ქართულად საუბრობდნენ. მე რუკის მიხედვით მხოლოდ რუსულად ვაძლევდი მძღოლს მითითებებს”, – ჩატაევის თანმხლები პირის ნაამბობიდან.
როგორც გამოცემა წერს, როცა მანქანები საზღვრისპირა სოფელში ავიდნენ. პირველი მანქანა სოფლეში არ გაჩერებულა, მოტრიალდა და უკან უკან წამოვიდა. გზად მას სოფლისკენ მიმავალი მეორე მანქანა შემოხვდა. დაახლოებით ნახევარ კილომეტრში პირველი მანქანა გაჩერდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ სწორედ მეორე მანქანაში ისხდნენ ჩატაევი, აბუ-ჰურეირა და აბდურაჰმანი.
“მე მათი მითითებით ვმართავდი მანქანას. მთელი გზა მეუბნებოდნენ, პირველ მანქანასთან დისტანცია 8 კილომეტრი უნდა იყოს, ძალიან არ მიუახლოვდეო. თავიდან სარფის მიმართულებით მივდიოდი, მერე მთებში გადამახდევინეს. რომელიღაცა სოფელში გამაჩერებინეს მანქანა. გზად, სოფლამდე, პირველი მანქანა შეგვხვდა და მანქანაში თქვეს, უკან ბრუნდებიანო. როცა გავჩერდით, მე გამაფრთხილეს, მანქანიდან არ გადმოხვიდეო, ცოტა ხანს დაიცადე და უკან იმავე გზით დაბრუნდიო, თან გამაფრთხილეს, არსად არაფერი თქვა, ხომ იცი, სად ხარ და ვინ ვართო -თავიდან ჩატაევი დამემუქრა. შემდეგ გადავიდნენ მანქანიდან და ფეხით განაგრძეს გზა. ზურგჩანთები ჰქონდათ. მე მართლაც ვიდექი 5 წუთი და უკან წამოვედი. გზად სოფელში მეჩეთი დავინახე და იქვე რამდენიმე ასეულ მეტრში ჩვენი პირველი მანქანა. როგორც კი დამინახეს, იქიდან ჩემი ახლობელი გადმოვიდა, მანქანაც იმწამსვე წავიდა. ჩვენ პირდაპირ საქართველოში წამოვედით“,- იხსენებს მძღოლი, რომელმაც ჩატაევი და მისი ჯგუფი საქართველოს საზღვრამდე მიიყვანა.
სამი დღის შემდეგ: წყალთან მივედი ხელების დასაბანად, თან ფეხსაცმელს ვისუფთავებდი. ამ დროს დამიძახეს, წამოვდექი და დავინახე, რომ მანქანასთან სამი მამაკაცი მისულა. თავები და წვერი გაპარსული ჰქონდათ, საწვიმარი ქურთუკები და ბათინკები ეცვათ. მოულოდნელად ერთ-ერთში აჰმად ჩატაევი ამოვიცანი“- თვითმხილველის ნაამბობიდან“…
1-ელ ნოემბერს აჰმედ ჩატაევი უკვე საქართველოში იყო.

 

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა ქარელში - შსს-მ ბრალდებული დააკავა
უბედური შემთხვევა თბილისში - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტზე მამაკაცი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი