გალის იზოლატორში საფრთხე საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ემუქრება!

არავინ იცის რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ოჯახი რამდენიმე დღეა გატაცებულთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. მხოლოდ ის იციან, რომ რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი ოკუპირებული რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და გალში იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ოჯახი ვარაუდობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას მოითხოვს.

“ფული საჭირო იქნება აუცილებლად 30 ათასი მაინც იმიტომ, რომ რომ გამოუშვებენ ჯარიმას გადაახდევინებენ. დაიჭირეს საოკუპაციო საზღვარზე. თუ ვინმეს დაინახავენ იჭერენ, მეტი არაფერი”, – აცხადებს გატაცებულის ოჯახის წევრი.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში
დაწერე კომენტარი