გაკვირვებული ჯარისკაცები და უცნაური მოვლენა – პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეომასალები ოფიციალურად გაასაჯაროვა

პენტაგონმა ოფიციალურად გაასაჯაროვა 3 ჩანაწერი, რომლებზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია აღბეჭდილი. როგორც CNN-ი იუწყება, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ ვიდეობი ნამდვილია.

ობიექტები თვითმფრინავის ბორტზე არსებული ინფრაწითელი კამერის დახმარებითაა გადაღებული. 2 ვიდეოშია 2 ჯარისაკაცის ხმები ისმის, რომლებიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის სისწრაფის გამო გაკვირვებას გამოხატავენ.

ვიდეომასალა ინტერნეტში მანამდეც არსებობდა, თუმცა, პენტაგონმა მისი ოფიციალურად გასაჯაროვების გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.

ნახეთ ვიდეო https://edition.cnn.com/2020/04/27/politics/pentagon-ufo-videos/index.html

loading...
დაწერე კომენტარი