“გაიხსენოს თავის ბავშვობა და მიხვდება რა დღეშია ეს ხალხი” – მაღაროელები ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილი

„ჩვენი მოთხოვნა ყველამ კარგად იცის და ბოლომდე გავიტანთ ჩვენსას, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მოთხოვნებს. ველოდებით პასუხებს მთავრობიდან, ჩვენ არ შევჩერდებით,” – აცხადებს ჭიათურ მანგანუმის გაფიცული თანამშრომელი.

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში უკვე მერვე დღეა გრძელდება. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მაღაროელები ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ითხოვენ.

რაც შეეხება მოშიმშილეებს, ექიმების ინფორმაციით, მათი ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ.

„მე მივმართე მთავრობას, თუ უყვარს თავისი ერი, თუ უყვარს თავის ხალხი, მიხედონ ხალხს. ადრეც მივმართე მე ბატონ ბიძინას და ახლაც მივმართავ, გაიხსენოს თავის ბავშვობა, თავისი წარსული და მერე მიხვდება რა დღეშია, ეს ხალხი. თუ მთავრობა ყურადღებას არ მოგვაქცევს, აქ მოხდება რაღაც სასწაული და თუ არ უნდათ ჭიათურელების სისხლი აქ დაიღვაროს, მოხდეს მოუხდენელი, დროულად მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება და მიხედოს ამ მაღაროელებს,” – განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი