“გაისად მთელ საქოცეთს ეფექტური პოლიტიკური პანჩური უნდა ამოერტყას” – ქეთი დევდარიანი

სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერზე, თამარ ჩუგოშვილზე სტატუსს აქვეყნებს.

ქეთი დევდარიანი: – კარგია, რომ პროდასავლური ფასადი, ჩუგოშვილის სახით, ჩამოინგრა. ბუტაფორია, ვიტრინა და სიმულაცია დროს წელავს და ყალბ ილუზიებს ქმნის. აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს, რომ უნამუსო ჩინოვნიკები ბიძინას გადახდილ ფულს დამპალ დასავლეთში გადასასვლელად აგროვებენ (რუსი ჩინოვნიკებიც ეგრე იქცევიან) და ჩვენ ამ გაპარტახებულ, გაბანძებულ ქვეყანას დაგვიტოვებენ. ამიტომ, გაისად მთელ საქოცეთს ძალიან ეფექტური პოლიტიკური პანჩური უნდა ამოერტყას.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა: „გუშინდელი შეხვედრა იყო დისკუსია. ამ დისკუსიაში მონაწილეები განიხილავდნენ სხვადასხვა შესაძლებლობას, რომ შეიძლება საქართველო მიუახლოვდეს ნატოს , იმ პირობებში, როცა 20 % აქვს ოკუპირებული. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი იმსახურებდა ამხელა ღელვას, ეს არ ნიშანვს ნატოს პოლიტიკის შეცვლას საქართველოს მიმართ ან პირიქით. საქართველოს სურვილია, რომ იყოს ნატოს წევრი სრულად და ნატოს სურვილიც არის ეს, მას შემდეგ რაც დაძლეული იქნება წინაღობები. იგი არ ყოფილა ოფიციალური წარმომადგენელი, უბრალოდ მან აზრი შესთავაზა საქართველოს. ჩვენთვის მისაღები, არის რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“.

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი