“გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება-ენმ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა გაზპრომთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. განცხადებები დღეს საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა.

კომისიამ გაზპრომ ექსპორტთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები უნდა შეისწავლოს. პარტიაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებით ქვეყნის ინტერესები დაზიანდა.

„ჩვენ გამოვიყენებთ არსებულ წესებს, კანონს და მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა შესწავლილი იქნას ყველა დეტალი, ყველა მოტივი, რატომ იყო ეს ხელშეკრულება გაფორმებული, ხომ არ იმალება ამაში ვინმეს კერძო ინტერესები და თუ რა ზარალი მიადგა ქვეყანას ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყოფილი თანაგუნდელების პოზიციას იზიარებენ ევროპული საქართველოს წევრები.

„ჩვენ დავუჭერთ მხარს ნაციონალური მოძრაობის კანონს, რომ გასაჯაროვდეს, ყველამ იცის, რომ ზიანი არის მიყენებული ქვეყნისათვის და ყველამ უნდა ნახოს,“-აცხადებს სერგო რატიანი.

უმრავლესობაში კი მიიჩნევენ რომ ნაციონალური მოძრაობის განცხადება, პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

დაწერე კომენტარი