გაზმომარაგების შეზღუდვა – დიდუბის, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონი

gazi
gazi

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით,  ხუთშაბათს, 6 აპრილს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონში, რკინიგზის ქუჩა №18, აბასთუმნის ქუჩა, გიორგი ცაბაძის ქუჩა №15, №15ა,  თევდორე მღვდლის ქუჩა №1, №3, №4, №5, №6, №7, №8, №10 , კოტე ფოცხვერაშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, თამარ მეფის, ბაქოს, სურამის, კარგარეთელის ქუჩა №2, №4, №8, მიხეილ წინამძღვრიშვილის №121, №137, №140, №142, №144, №146, ასევე დავით აღმაშენებლის გამზირი №137, №141, №147, №151, №151ა,  ეგნატე ნინოშვილის, ივანე ჯავახიშვილის, გოგი  დოლიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ნიკოლაი გოგოლის, გიორგი ტოვსტონოგოვის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებს, კერძოდ: აკადემიკოსი ფრიდონ თოდუას კლინიკას, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა №55-თან მდებარე პურის ქარხანას შპს „კოლხეთი 90“, ვაგზლის მოედანზე – შპს „ლიდერი XXI“, თბილისი ცენტრალს, შპს „საქართველოს ფოსტა“-ს, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე ვენ. დისპანსერს, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის ქარხანა „ლაღიძე“-ს, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე თამბაქოს ფაბრიკას, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტულ კოლეჯს, საჯარო სკოლას №29, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლს, არტ ჰოლს და აღნიშნუოლ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.  შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი