გაზმომარაგების შეზღუდვა – საბურთალოს რაიონი

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 21 თებერვალს, 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, თამარაშვილის ქუჩა №13-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. აგრეთვე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით,  სამშაბათს,  21 თებერვალს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის რაიონში, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო სექტორის მოსახლების ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.  შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი