ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 13 თებერვალს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის რაიონში, ვაჟა-ფშაველას III კვარტალი, კორპუს №3-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
დაწერე კომენტარი