გაზმომარაგების შეზღუდვა – სამგორის რაიონი

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით,  ხუთშაბათს, 10  თებერვალს,  01:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზ/პლატოს, ვარკეთილის ზ/პლატოს მე-2 მიკრო რაიონის კალოუბნის ქუჩა №18, №20, მაისურაძის ქუჩა №11-1, №11-2, №11-3, ბერიაშვილის ქუჩა №6, აეროდრომის დასახლების მე-14 ქუჩაზე მდებარე კორპუსების, ასევე თვალჭრელიძის, მაისურაძის, გახოკიძის, თრიალეთის, სამგორის №2 და №3 ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ  კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა საჯარო სკოლა №152, საბავშვო ბაგა-ბაღი №73 და №115,  შსს-ს კინოლოგთა სკოლა და სხვა. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება შპს „ვარკეთილ-აირი“-ს აბონენტებს, კერძოდ ვარკეთილი 3-ის II და III  მიკრო რაიონის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსების მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 12:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.  შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი