გაზმომარაგების შეზღუდვა – დიღმის რაიონი

gazi
gazi

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით,  ხუთშაბათს,   9  თებერვალს,  11:00 საათიდან  გაზმომარაგება  შეუწყდება   დიღმის  რაიონში,  ბელიაშვილის ქუჩა  №40-ში მცხოვრებ მოსახლეობას, მიონის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობას, ბელიაშვილის ქუჩა №12-ში მდებარე კორპუსის, პედიატრიის ინსტიტუტის საერთო ს/ს, ყოფილი №140-ე პროფილის სასწავლებლის ს/ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა №32-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსების, ასევე შპს „ჯავა“-ს კერძო საცხოვრებელ სახლს და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.  შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

დაწერე კომენტარი