გაზმომარაგების შეზღუდვა – ისნის რაიონი

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით,  ოთხშაბათს,  8  თებერვალს,  10:00 საათიდან  გაზმომარაგება  შეუწყდება   ისნის  რაიონში,  ქეთევან წამებულის გამზირი №2, №15/17, №25-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ფაღავას, გონაშვილის, ფაბრიციუსის, ცუცქირიძის, ცისკრის, მთავარანგელოზის, დუშეთის, გურჯაანის, დმანისის, ირბახის, აბდუშელიშვილის, ახვლედიანის, ავლაბრის, წერეთლის, ჯორბენაძის, მაჭრის, მეტეხის, ჩეხოვის, ისნის, ღვინის აღმართის, ფერიცხვალობის და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე ქეთევან წამებულის გამზირზე – „ბაზისბანკს“, შპს „კორსტანდარტბანკს“, ღვინის აღმართზე – შპს „კოპალას“, შპს „ნემოს“, შპს „ნატას“, შპს „ალა-აქღადი“-ს, მეტეხის ქუჩაზე – სასტუმრო „ძველ მეტეხს“, ჩეხოვის ქუჩაზე შპს „კოპალას“ და მიმდებარედ არსებულ სხვა მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.  შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

cyc

 

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი