გაზმომარაგების შეზღუდვა – მთაწმინდის რაიონი

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 6 თებერვალს, 10:00 საათიდან  გაზმომარაგება შეუწყდება   მთაწმინდის  რაიონში, სოფელი შინდისის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.  შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“  ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

cyc

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი