დღეს, 1 თებერვალს, 13:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სანზონის რაიონში, გარიშვილების ქუჩა №32 და კაკაბაძეების ქუჩა №45-ში მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.
დაწერე კომენტარი