დღეს, 31 იანვარს, 16:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა კრწანისის რაიონში, გორგასლის I ჩიხი №15-ში მდებარე იტალიური ეზოს მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.
– See more at: https://www.ktg-tbilisi.ge/p/gazmomaragebissezrudvakrwanisisraioni/3620#sthash.jDPrMszi.dpuf