ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხუთშაბათს, 2 თებერვალს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, შპს „დიდი დიღომი“-ს აბონენტებს, კერძოდ დიდი დიღმის III და IV მიკრო რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის, ე.წ საუნივერსიტეტო დასახლების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომუნალურ, კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.
დაწერე კომენტარი