“გაზის გამათბობელი თვითნებურად იყო დამონტაჟებული… მეპატრონეს გაფრთხილება რამდენჯერმე მისცეს” – ახალი დეტალები ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით აფეთქება, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, სავარაუდოდ თვითნებურად დამონტაჟებულმა გაზის წყლის გამათბობელმა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით ბინა, სადაც სავარაუდოდ აფეთქება მოხდა „ყაზტრანსგაზის“ მიერ შემოწმებული იყო, კომპანიამ მესაკუთრეს გაფრთხილებაც მისცა და გამათბობლის დემონტაჟიც მოხდინა, რადგან ის უსაფრთხო არ იყო. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით მოგვიანებით მეპატრონემ გაზის წყლის გამათბობელი სავარაუდოდ თვითნებურად დაამონტაჟა. მომხდარის ოფიციალური მიზეზების დასადგენად ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით აწარმოებს. (ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან რამე სხვა მძიმე შედეგი). მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფონიჭალაში, 23 კორპუსში, აფეთქება გუშინ მოხდა რასაც ნგრევა მოჰყვა. შედეგად ბეტონის სამშენებლო ფილები მეოთხე და მესამე სართულებიდან მეორე სართულზე ჩამოვარდა, რასაც 30 წლამდე ქალისა და მისი 1 წლამდე შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხეულის მძიმე დამწვრობით და სხვადასხვა სახის დაზიანებებით ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში სამი პირია მოთავსებული, მათ შორის ერთი ბავშვია.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი