გავხდი მსხვერპლი, იმისათვის რომ ეს დამოკიდებულება დავამარცხო… – თიკა ფაცაციას აღიარება

თიკა ფაცაცია

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ ინსტაგრამის ფილტრებზე დამოკიდებული გახდა.

„თან ვფიქრობ იდეაში რატო უნდა მადარდებდეს, მაგრამ გავხვდი დამოკიდებული…

რაღაცა კონკრეტული ფილტრით, რომლითაც ვიღებდი ვიდეოებს და ფოტოებს იმის გარეშე ჩემი თავი აღარ მომწონდა. მივხვდი, რომ გავხვდი მსხვერპლი აი ამ დურაკული ფილტრების. ახლა მინდა, რომ დავამარცხო ეს დამოკიდებულება და მოვიწონო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

მგონია, რომ ცოტა მანიაკალური გახდა ეს ყველაფერი, ვისაც ვუყურებ ყველა არის ფილტრების ზეგავლენის ქვეშ.“- ამბობს თიკა ფაცაცია ვიდეო მიმართვაში.

ფაცაცია, წამოიწყო ერთგვარი აქცია #ნამდვილიმე და მოუწოდა საზოგადოებას ჩართონ ამ აქციაში, მომღერლის აქციაში კი უკვე ბევრი ცნობილი ადამიანი ჩაერთო.

„მე მინდა ერთგვარი აქცია წამოვიწყო #ნამდვილიმე, არანაირი ფილტრი, სინამვდილე და დავიბრუნოთ რეალური ჩვენი თავები. ვხვედავ ბევრ გახელოვნებულ ადამიანებს. მგონი დროა ცოტა, უკან დავივიწოთ“- ამბობს ფაცაცია.

დაწერე კომენტარი