გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა

საბანაძე

“მთავარის” ინფომაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა.

ოპოზიციის შეფასებით, მთავრობაში კადრების წმენდა მოსალოდნელი იყო.

“მას შემდეგ რაც გახარია გადადგა ბუნებრივია და მოსალოდნელი იყო, რომ დაიწყებოდა შიდაკლანური დაპირისპირებების წინა პლანზე წამოწევა. შესაბამისად, წმენდა დაიწყება ახლა, გადადგომებიც იქნება. ესაა ბუნებრივი პროცესი და ბუნებრივი მანიშნებელი იმ რღვევის, რომელიც არის ქართულ ოცნებაში, რაც არ უდა მკაცრი სახეებით და ასე ვთქვათ ენერგიულად იმოქმედონ”, – განაცხადა, “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა.

დაწერე კომენტარი