მაღალი სიცხე და ღებინება – რომელი ვირუსი გავრცელდა და როგორ უნდა ვებრძოლოთ

ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ჩანს თავი იჩინა სეზონისთვის დამახასიათებელმა ვირუსებმა, რის გამოც საავადმყოფოებს მაღალი ტემპერატურით, ღებინების შეგრძნებით და წნევის ჩივილებით, ბავშვებთან ერთად უფროსებიც აქტიურად მიმართავენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გავრცელებულია რესპირაციული ვირუსებიდან ადენო ვირუსები, რინო ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ენტერო ვირუსი.

– ახლა ვირუსებისთვის აქტიური პერიოდია და მათი აქტივობა მაღალი უნდა იყოს და არის კიდეც. თუმცა ჯერჯერობით გრიპის ცირკულაცია მაღალი არ არის და ის ერთეული შემთხვევების სახით გვხვდება.

ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ თუ ბავშვს ან მოზრდილს აქვს სუნთქვის უკმარისობა, სამ დღეზე მეტ ხანს არ ურეგულირდება ტემპერატურა ჩვეულებრივი სიცხის დამწევებით, ამჩნევენ ცხვირ-ტუჩის მიდამოს გალურჯებას, ტკივილი აწუხებთ მკერდის არეში, ცხვირიდან გამონადენს ერევა სისხლი, პატარა ასაკის ბავშვებს აქვთ ყიფლიბანდი დაჭიმული, ჭირვეულობენ და ტირიან, ან პირიქით – მისუსტებულები არიან, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. დროული სამედიცინო დახმარების პირობებში, როგორც წესი, გართულებებს ავიცილებთ თავიდან.

– რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციის მიზნით?
– პირველ რიგში, ვისაც კი აქვს ხველა, სურდო, მაღალი ტემპერატურა, ასეთი ადამიანი უნდა დარჩეს სახლში. სკოლაში და ბაღში არ უნდა გაუშვათ ბავშვი, არ წავიდნენ მოქალაქეები სამსახურში სიმპტომების გაქრობამდე, ასევე – ტემპერატურის გაქრობიდან 24 საათი.

წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებული ადამიანები ხდებიან ინფექციის გამავრცელებლები.

– როგორ უნდა დავიცვათ თავი მოსალოდნელი ვირუსისგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ გარშემო არავინ არის ავად და ინფექციის გავრცელების რისკი დაბალია?

– კონკრეტულად ასეთი დაცვის პირდაპირი მექანიზმები არ არებობს. ის, რომ სითხეები დავლიოთ და ნიორი მივირთვათ, ამით თავს ვერ დავიცავთ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სრულფასოვან კვებაზე, ძილზე, დასვენებაზე და რაც შეიძლება ხშირად დავიბანოთ ხელები.

წყარო: MSHOBLEBI.GE

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი