გავა თუ არა “პროფილი” ეთერში – რას აცხადებს მაია ასათიანი

გადაცემა „პროფილის“ წამყვანი, მაია ასათიანი ამბობს, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირორბებში არხზე მუშაობას განაგრძობს და „პროფილის“ ახალ სეზონს გეგმავს. 

„ნანუკას შოუს“ ეთერში, რომელიც დღეს დაუგეგმავათ, პირდაპირი ეთერის რეჟიმში გავიდა, მაია ასათიანმა აღნიშნა, რომ მისი შემოქმედებითი გუნდი გადაცემაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. 

„ახლაც „პროფილის“ ოთახში სხედან ადამიანები და „პროფილს გეგმავენ. ჩვენ მთელი აგვისტო ეთერში ვიქნებით. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაღა დაგიმალოთ და, უკვე ახალ სეზონსაც ვგეგმავთ, უფრო სწორედ უკვე დაგეგმილი გვაქვს. ასე რომ ჩვენ არ ვჩერდებით“, – განაცხადა მაია ასათიანმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა იყო შეცდომები, მაგრამ შეცდომა ვის არ მოსვლია“. 

„გვაქვს შიშები, ვაითუ დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც ვამბობდით, რომ გეგმები გადაჭარბებულად სრულდება“, – ამბობს ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, მისი მთავარი სურვილია, რომ მაყურებელს დაანახოს რეალობა ისეთი, როგორიც არის.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ელოდებოდნენ, რომ ჟურნალისტები ბოიკოტს მოაწყობდნენ. საზოგადოების ამ ნაწილის საპასუხოდ, მაია ასათიანმა აღნიშნა: 

„ჩვენ კანონის დამრღვევები ვიქნებოდით, როდესაც ადამიანი, ახალი დირექტორი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილებით მოვიდა ჩვენთან და… მე არ მესმის, ზოგადად რაზე ვკამათობთ. ეს ცხადზე ცხადია. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენს უკან დგას ჩვენი მაყურებელი“, – განაცხადა მაია ასათიანმა.  

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიციას, „ნანუკას შოუს“ წამყვანს არ სჯერა, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნდება. 

„ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო დღეს სამსახურში წამოსვლა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაცის სჯერათ. მე ამ არხზე ვმუშაობდი, როცა ქიბარ ხალვაში მოვიდა და ეს ეტაპები გავლილი მაქვს მასთან. მაშინ ის ირაკლი ოქრუაშვილს წარმოადგენდა და დღეს წარმოადგენს სხვას. ეს ყველაფერი რომ გავლილი მაქვს, ზუსტად ვიცი ახლა რა პროცესებია. მაშინ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა, ახლა წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს. ყველამ იცის ჩემი ხასიათი. მე კომფორტის ზონაში ვერ ვარ დღეს აქ. ვერც ამ სტუდიაში, ვერც ამ შენობაში, არა ვარ კარგად, მაგრამ ზუსტად ვხდები, მე რომ ახლა აქედან გავიდე ჩემს ახალ ხელმძღვანელს ძაან გავუადვილებ ცხოვრებას. იმიტომ რომ მასაც ეს უნდა – ემოციურად მივიღო გადაწყვეტილება, კარი გავიჯახუნო და სახლში წავიდე. შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ დისკომფორტი შევქმნა. მე ასე მჯერა, რომ აქ არანაირი სარედაქციო დამოუკიდებლობა არ იქნება. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მჯერა“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
დიდი რეპრესიები „კანონიერ ქურდებში“ - კალაშოვის კლანი და ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტების“ გავლენა
დაწერე კომენტარი