გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი: ჩერნობილში რადიაციის დონე არანორმალურია

ჩერნობილი

გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე “არანორმალურია“.

cyc

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მიერ ტერიტორიის ერთკვირიანი ოკუპაცია “ძალიან, ძალიან საშიში იყო“.

ჩერნობილის გამორთული ელექტროსადგური იყო ისტორიში ყველაზე საშიში ბირთვული კატასტროფის ადგილი 1986 წლიდან და დღემდე გამოიყენება ბირთვული ნარჩენების შესანახად.

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის სადგური დაიკავეს. საბრძოლო მოქმედებების გამო სადგური ენერგიისგან დაცლილი იყო. 9 მარტს უკრაინულმა მხარემ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გააფრთხილა, რომ ჩერნობილის სადგური გამორთული იყო ელექტროქსელიდან და დაკარგა გარე ელექტრომომარაგება, რის გამოც გაგრილების სისტემა გათიშვის საფრთხის წინაშე იყო. უკრაინაში აცხადებდნენ, რომ კაცობრიობა ტექნოგენური კატასტროფის წინაშეა. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი