გადმოვიხედავ აივნიდან და ისევ ველოდები … მგონია ისევ მოვა… – გიორგი შაქარაშვილის ნათლია

ნათლიაა

14 ივლისს გადაცემა „რეაქცია“ გიორგი შაქარაშვილს მიეძღვნება.

„რეაქციის“ რამდენიმე წუთიან ემოციურ ანონსში, გარდაცვლილ ფეხბურთელს სხვებთან ერთად ნათლია იხსენებს.

„ჩემი ნათლული იყო. ძალიან მეწვის გული, ცუდად ვარ… არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, ის მოკლეს. ხანდახან არ მჯერა, გადმოვიხედავ აივნიდან და ისევ ველოდები ხოლმე. ვფიქრობ, ნეტა გიო ხომ არ მოდის ჩვენთან-მეთქი. მე ველოდები, რომ ისევ მოვა… “- ამბობს ნათლია.

ვაზისუბანში გიორგი შაქარაშვილს ბევრი ადამიანი იცნობდა. მის უბანში მცხოვრები ბავშვები „შაქარას“ დიდი სევდით და სიყვარულით იხსენებენ.

მცირეწლოვნები ამბობენ, რომ გიორგი მათ ფეხბურთის თამაშს ასწავლიდა, არიგებდა და ემოგობრებოდა კიდეც.

„დილით ადრე ჩამოვდიოდით სტადიონზე და გიორგი გვეთამაშებოდა. კარგად ვიცნობდით. ძალიან დამწყდა გული, რომ გარდაიცვალა. “ – ამბობენ ბავშვები.

დაწერე კომენტარი