“გადაწყვეტილება ჩემი ცოლის გამო მივიღე…ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ იყო” – პრინცი ჰარი

ჰარი

სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ გამოთქვა „ძლიერი წუხილი“ მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლიმ მიიღეს გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის სტატუსზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს CNN-ი.

„ბრიტანეთი ჩემი სამშობლოა, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს და ეს დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება. გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი ცოლის გამო მივიღე, რის გამოც უარი ვთქვი ოჯახის ტიტულზე, არ მომხდარა მარტივად. ეს ყველაფერი რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებებისა და გამოწვევების ფონზე მიმდიანრეობდა. ვიცი, რომ ყოველთვის სწორად არ მოვქცეულვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი ნამდვილად არ იყო“ ,- განაცხადა პრინცმა ჰარიმ.

პრინცმა ზემოხსენებული კომენტარი ლონდონში, საქველმოქმედო ორგანიზაცია Sentebale-სთვის თანხის შეგროვების მიზნით გამართულ მიღებაზე გააკეთა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავადაც არის და რომელიც სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ შიდსით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

ნიუპოსტი

დაწერე კომენტარი