ისინი გადასახადების გადახდას თავს არიდებდნენ და აბიტურიენტების მიღება კანონიერად შეეზღუდათ – სანიკიძე

თამარ სანიკიძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აბიტურიენტების მიღება 1 წლით სრულიად კანონიერად შეეზღუდა- აცხადებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე. მისი თქმით, სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზი უნივერსიტეტს დავალიანება გახდა, რომელიც მას სახელმწიფოს მიმართ აქვს.

“ვფიქრობ, საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა ძალიან მძიმე სურათი, რომელიც დღეს აქვს უნივერსიტეტს. მათ უკვე დავა აქვთ სახელმწიფოსთან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. თავის დროზე დაფიქსირდა, რომ ისინი გადასახადების გადახდას არიდებდნენ თავს. დღეისთვის ეს თანხაა 715 ათასი ლარი. ეს არის მიზეზი, რომ სრულიად არის დაყადაღებული მათი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები”,-განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს აბარებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სანიკიძის თქმით, ისინი მობილობის პრინციპით სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში დაიწყებენ სწავლას. არსებულ სტუდენტებს კი არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ:

“არსებულ სტუდენტებს არავითარი პრობლემა არ აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მათთვის ჩვენ გამოვაცხადებთ რიგგარეშე მობილობას, ჯერ უბრალოდ რამდენიმე დღე დაველოდებით რანჟირების დოკუმენტს, რომ ზუსტად ვნახოთ ვინ მოიპოვა ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება და წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ შეუფერხებლად დაიწყონ სასწავლო წელი”,-განაცხადა სანიკიძემ.

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი